თეგი: ევროკავშირის კითხვარი

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ

ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას, რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს ორბელიანების სასახლეში საქართველოსთვის „ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის“ გადაცემის ფაქტის შეფასებისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის კითხვარის მიღება საქართველოსთვის ახალი და მნიშვნელოვანი შანსია. „ესაა არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას. ამას უნდა ვუმადლოდეთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს , ევროკავშირის ხელმძღვანელობას, კომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ ამას კიდევ უფრო უნდა ვუმადლოთ უკრაინას და ამ ქვეყნის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა ალბათ ეს დღეც არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის დადგებოდა ეს დღე ამას ვერავინ ვერ იტყოდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირმა ეს გადაწყვეტილება შექმნილი ტრაგიკული მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო, რომ „აეჩქარებინა ეს პროცესი“ და „გაეხადა ეს პროცესი უფრო  პოლიტიკური ვიდრე ბიუროკრატიული“. პრეზიდენტის განცხადებით, მას ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია გაცილებით ადრე ჰქონდა. „ ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში და შემდეგ გადავიდა რეალობაში და დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ამავე თემაზე ევროკავშირმა უკრაინას წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა პრეზიდენტი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღება არის ახალი შანსი, მოსახლეობა, პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ, ესაა ეროვნული ინტერესი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს შეგვიძლია

ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება

  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება, -  ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა,  საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება, რომ  აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის.    „ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება.  ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის“, -  აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.   შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“.   ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.   ასევე წაიკითხეთ   კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის   ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირის მიერ კითხვარის გადმოცემა დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის 11 აპრილს გადაცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელი ღონისძიებები განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 62-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ხაზი გაუსვა ყველა უწყების მაქსიმალური კოორდინაციისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა კითხვარის შევსების პროცესი ეფექტიანად წარიმართოს და მოკლე ვადაში დასრულდეს. „ჩვენ 3 მარტს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, რითაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის მიერ 11 აპრილს გადმოცემული კითხვარის შესავსებად გასატარებელ ღონისძიებებს განვიხილავთ. საგარეო საქმეთა მინისტრი ლუქსემბურგში პირადად შეხვდა ევროკომისარ ვარჰეის, რომელმაც მას აღნიშნული კითხვარი გადასცა. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიმსჯელოთ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა გავატაროთ ყველამ ერთად. საჭიროა ყველა უწყების ჩართულობა, მაქსიმალური კოორდინაცია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად და სწრაფად შევავსოთ ეს კითხვარი და დროულად დავუბრუნოთ შევსებული დოკუმენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის ოფიციალური წერილით მიმართა. დეპუტატების წერილში ნათქვამია, რომ „მთავრობის მიმართ არსებობს მოთხოვნა, ევროკავშირის კითხვარი საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი, თუმცა ხელისუფლება თავს არიდებს ამის გაკეთებას და ამტკიცებს, რომ კითხვარის გასაჯაროებისთვის მას ევროკავშირის ავტორიზაცია სჭირდება”. აქედან გამომდინარე, წერილის ავტორები „ითხოვენ დახმარებას საქართველოს ხელისუფლებასთან შესაბამისი პროცესის ხელშეწყობაში“. ცნობისთვის, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. დოკუმენტი მიიღო მოლდოვამაც. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. ასევე წაიკითხეთ:   ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირის კითხვარი გასაჯაროვდება   კარლ ჰარცელი: ბურთი საქართველოს მოედანზეა, დიდი და რთული სამუშაო იწყება. ევროკავშირი მზად არის მხარდაჭერისთვის   ლუკას მანდლი ევროკავშირის კითხვარზე: მნიშვნელოვანია კითხვარის პასუხების შინაარსი და კონტექსტი

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილს ევროკომისიას დღეს გადასცემს

"ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის პირველი ნაწილი საქართველომ უკვე მოამზადა და მთავრობა ევროკომისიას მას 2 მაისს გადასცემს", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც დასამუშავებლად გადმოგვეცა. რაც შეეხება ბოლო ნაწილს, სექტორულ ნაწილს, რომელიც უფრო ტექნიკური და სპეციფიკურია, აღნიშნულ დოკუმენტში არის დაახლოებით 2300 კითხვა. ამ დოკუმენტზე მუშაობა დაწყებული აქვს ყველა სახელმწიფო უწყებას, შესაბამისად, დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპულ პარტნიორებთან არის 13 მაისი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღნიშნული კითხვარის ბოლო, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მუშაობა და გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამასთან, დღეს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ კითხვარის სექტორული ნაწილიც დღეს გასაჯაროვდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ

ევროკავშირის კითხვარის პირველ ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და შევსებულ დოკუმენტს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კალ ჰარცელს დღეს პირადად გადასცემს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ უკვე დავასრულეთ მუშაობა ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით. პირველი ნაწილი არის მზად და დღეს მე პირადად გადავცემ ევროკავშირის ელჩს ბატონ კარლ ჰარცელს შევსებულ დოკუმენტს. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იყო ჩართული ამ პროცესში. ეს იყო შრომატევადი ნაწილი და წარმატებულად დავასრულეთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, შევსებულ დოკუმენტს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადასცემენ. ცნობისთვის, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

კარლ ჰარცელი: ჩემთვის დიდი პატივია, თქვენ გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ, ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემისას, მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევანისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილის შესავსებად საქართველოს ვადა 13 მაისამდე აქვს. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა.  ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ

სალომე ზურაბიშვილი: საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მიერ ევროკავშირის კითხვარის შევსებას მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ის, რაც საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას აერთიანებთ.  „დღეს დიდი ნაბიჯი გადაიდგა. საქართველო უერთდება უკრაინასა და მოლდოვას და წარადგენს ევროკავშირის წევრობის კითხვარს. ეს არის ის, რაც ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ისტორიულ პროცესში ჩვენი ერი არის და რჩება ერთიანი. გილოცავთ!“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის Twitter პოსტში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ 11 აპრილს გადასცა. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილის შესავსებად საქართველოს ვადა 13 მაისამდე აქვს. ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა. „მაქვს პატივი, გადმოგცეთ ევროკომისიის კითხვარზე ჩვენი პასუხები, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ წარდგენილ განაცხადზე დასკვნის მოსამზადებლად“, - განაცხადა პრემიერმა. ევროკავშირის ელჩმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისთვის პატივია ამ ისტორიულ პროცესში მონაწილეობა. „მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო კიდევ ერთი ისტორიული მომენტის მონაწილე და თქვენს გვერდით ვიდგე ამ ცივილიზაციური არჩევნისკენ მიმავალ გზაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება, ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც 33 თავს და 2300-მდე კითხვას აერთიანებს. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სურვილია, კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირს დათქმულ ვადაზე ადრე მიაწოდოს და ამისთვის უწყებები ძალისხმევას არ დაიშურებენ. როგორც ცნობილია, შევსებული კითხვარის მიღების შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.  ამავე თემაზე რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ

შალვა პაპუაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება

საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რითაც ევროკავშირისთვის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას გამოეხმაურა. „საქართველო-ევროკავშირის ისტორია ჩვენს თვალწინ იწერება ჩვენი მომავალი თაობებისათვის. პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარი უკვე გადასცა ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირში საბოლოოდ გაწევრიანებისკენ. მადლიერი ვარ იმ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეიტანა“, - წერს პაპუაშვილი. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.  ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

ილია დარჩიაშვილი: ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითია

ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ელჩს, ბატონ კარლ ჰარცელს გადასცა გაწევრიანებასთან დაკავშირებული თვითშეფასების კითხვარი, რაც გახლავთ მნიშვნელოვანი ეტაპი მთელი იმ პროცესის, რომელიც იმედი მაქვს, რომ საქართველოსთვის წარმატებით დაგვირგვინდება. ეს გახლდათ საპასუხისმგებლო და შრომატევადი პროცესი, რომელშიც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩართული იყო ყველა სახელისუფლებო უწყება. ჩვენ ვაგრძელებთ კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობას, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და სექტორული შინაარსის არის. კითხვარის ამ ნაწილზე, ისევე როგორც მის პირველ ნაწილზე, მუშაობა დასრულდება ოპერატიულად და ევროკავშირს გადაეცემა დადგენილ ვადაზე ადრე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს.  ამავე თემაზე ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

კარლ ჰარცელი: ევროკომისიის კითხვარი, არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ პასუხების ხარისხი

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისია საკუთარ მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მომდევნო თვეში წარადგენს. „დიდი პატივი მერგო, რომ პრემიერ-მინისტრისგან კითხვარის პირველი ნაწილის პასუხები მივიღე და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ნაწილიც დროულად იქნება მოწოდებული. დრო კარგად იყო დაცული. რაც შეეხება პროცესს, ეს პროცესი არ არის 100-მეტრიანი სპრინტი, აქ მთავარია არა სისწრაფე, არამედ  პასუხების ხარისხი. ასევე, ევროკომისიისგან იქნება ძალიან ობიექტური შეფასება პასუხებისა. ეს ეხება საქართველოს ერთგულებას ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების მიმართ და მთავარ ეკონომიკურ კრიტერიუმს. რაც შეეხება ვადებს, მე ველოდები, რომ ევროკომისია მომდევნო თვეში წარადგენს მოსაზრებას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენეთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ჰარცელს შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი გადასცა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა ევროკომისიის 37-გვერდიანი კითხვარი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე მოსაზრების მოსამზადებლად ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილი საქართველომ 13 მაისამდე უნდა დააბრუნოს. ამავე თემაზე: რა წერია ევროკავშირის კითხვარში საქართველოს მთავრობა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გადმოცემული კითხვარის მეორე ნაწილს ასაჯაროებს ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი.  როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო. შემდგომი პროცედურა რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ამასთან, ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: კითხვარის მეორე ნაწილს ევროკავშირს ვადაზე ადრე გადავცემთ  

კარლ ჰარცელი: ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს, ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ „ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება“. „მეორე ნაწილის პასუხებთან დაკავშირებით ჩემი მოლოდინია, რომ დაპირებისამებრ მოვა დროულად. ეს მოხდება სამშაბათს ან სხვა დღეს. მჯერა, რომ ეს შემდეგი კვირის დასაწყისი იქნება. ველოდები ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხების მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამის შემდეგ ბურთი არსებითად ევროპული კომისიის მოედანზე იქნება, რომელიც შეიმუშავებს თავის მოსაზრებას ევროპულ საბჭოში წევრი ქვეყნებისთვის წარსადგენად“, – განაცხადა ჰარცელმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა.  ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ საქართველო შევსებულ კითხვარს ევროკომისიას 2 მაისს გადასცემს რა წერია ევროკავშირის კითხვარში  

თეა წულუკიანი: ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო

"ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილი წარმატებით შეივსო და ამ პროცესში უწყებებმა ტიტანური შრომა გასწიეს", - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა. „ყველა უწყებამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესანიშნავი კოორდინაციისა და პრაქტიკულად, 24-საათიანი რეჟიმის ფარგლებში ვიმუშავეთ. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის, ეს იყო მართლაც ტიტანური შრომა და კითხვარის მეორე ნაწილი, რომელიც ყველაზე მოცულობითი და დარგობრივია, შესაბამისად ტექნიკური და ძნელად შესავსები იყო, წარმატებით შეივსო. ის დღეს გადაეცემა ევროკავშირს დადგენილ ვადაში და ვადის გასვლამდე ბევრად ადრე, ვინაიდან მთელი ვიზალიბერალიზაციის პროცესმა, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინარე პერიოდმა ჩაიარა ჩემ თვალწინ და მე მახსოვს, როგორ მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით უწყებები მაშინაც ჩვენი ერის სასიცოცხლო ინტერესებისთვის. კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მითუმეტეს, წევრის სტატუსის მინიჭება არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკურ პროცესში წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის მიღწევა ხანდახან რთული საქმეა ხოლმე. თუკი ეს იქნება, ასე ვთქვათ, შედარებით მარტივი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი საფუძვლიანი და ლეგიტიმური მოლოდინი, როგორც სახელმწიფოს და ქართველ ერს, რომ ევროპაში დავიკავოთ ის კუთვნილი ადგილი, რომელიც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში გვეკუთვნის. ამიტომაც იმედით ველოდებით შედეგს და იმედი მაქვს, რომ არ იქნება რაიმე უსაფუძვლო შეფერხება ამ გზაზე უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა. ლუქსემბურგში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი 11 აპრილს გადმოეცა. ასევე წაიკითხეთ: კარლ ჰარცელი: ველოდებით კითხვარის მეორე ნაწილზე პასუხებს - შემდეგ თვეში ვიხილავთ ევროკომისიის შეხედულებას და მოვისმენთ პირველ გადაწყვეტილებებს  

შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა

საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „2 669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა  

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს ეწვევა

დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს დონეზე. ასევე მექნება შეხვედრა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. ასე რომ, ამ შედეგებს საზოგადოებას მოგვიანების გავაცნობთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ილია დარჩიაშვილი: იმედი მაქვს, საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც თვითშეფასების კითხვარშია, სათანადოდ დაფასდება პარტნიორების მხრიდან ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა რა წერია ევროკავშირის კითხვარში